დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა.ა

"დაგვემატა კიდევ ერთი ახალი მძიმე პაციენტი, რომელიც როცა შემოვიდა იყო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა მაგრამ არა კრიტიკული", — თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ექიმის თქმით, იმ პაციენტების წყარო, რომელთან კორონავირუსი დღეს, პირველ აპრილს დაუდასტურდათ და ინფექციურ საავადმყოფოში არიან ცნობილია. მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებულები პაციენტის კონტაქტები არიან.

ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ეტაპზე საავადმყოფოში 32 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. 4 მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია და მათი დასტაბილურება ჯერ ვერ ხერხდება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 22 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 5 106 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 294.

"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მან აღნიშნა რომ, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.