ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელების დაფიქსირების გამო, შეიმუშავეს ტესტირების ახალი პროტოკოლი, რომელიც პრინციპულად განსხვავდება დღემდე მოქმედისგან და უფრო მეტ ადამიანს შეეხება.

ცერცვაძე განმარტავს, რომ აქამდე მხოლოდ იმ პირების ტესტირება მიმდინარეობდა, ვისაც ჰქონდა მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე და მოგზაურობის ისტორია ან კონტაქტი ინფიცირებულთან. მისი თქმით, ახლა მათ დაემატებიან უსიმპტომო პირები "რისკის ქცევებით", ანუ ისინი, ვისაც აქვს მოგზაურობის ისტორია და ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან, მათ შორის, ჯანდაცვის მუშაკები. ასევე, ისინი, ვისაც აქვს სიმპტომები, მაგრამ არ აქვს "რისკის ქცევა" და არც მოგზაურობის ისტორია.

"სამივე პაკეტის მასიური გამოკვლევა რომ მოხდეს, არ იქნება ეფექტური, რომ ყველა მათგანი გამოვიკვლიოთ PCR ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური სისტემით ან სწრაფი მარტივი მეთოდით, რომელიც ნაკლებსაიმედოა მთელ მსოფლიოში, მაშინაც კი თუ ეს ტესტები ხარისხიანია", — განაცხადა მან.

ცერცვაძის თქმით, ახალი ალგორითმი სამინისტროს გაფართოებულ სხდომაზე შეიმუშავეს და ის საქართველოს რეალობის გათვალისწინებით საუკეთესოა.

"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მისი თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდება და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 110-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 21. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.