დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესიის დისკრედიტაცია გრძელდება და მას ერთი და იგივე ხალხი აკრიტიკებს. არგუმენტად მან დეკანოზ გიორგი მამალაძის არზიარებისა და პანდემიის დროს ხალხის საერთო კოვზით ზიარებაზე მიღებული კრიტიკა დაასახელა.

"ერთი და იგივე ხალხი წუხს, რომ ჩვენი ეკლესიის გადაწყვეტილება დაემთხვა რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას და იგივე ხალხი წუხს, რომ ახლა არ დაემთხვა. ერთი და იგივე ხალხი წუხს, რომ ჩვენ დეკანოზი ვერ ვაზიარეთ, იგივე ხალხი წუხს, რატომ უნდა ვაზიაროთ ის ხალხი, ვისაც უნდა ზიარება. ერთი და იგივე ხალხი წუხს ყველაფერზე, რასაც ეკლესია აკეთებს და ჩვენ ამას მივეჩვიეთ", — განაცხადა მან ღამის კურიერის ეთერში.

ჯაღმაიძე ამტკიცებს, რომ ეკლესიის დისკრედიტაციისთვის ყველა საშუალებას, მათ შორის ციანიდსა და ვირუსს იყენებენ.

მანვე აღნიშნა, რომ 31 მარტს პრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა და ახალ შეზღუდვებზე ისაუბრეს. მისი თქმით, "ახალი რეალობის გათვალისწინებით", რეკომენდაციების ზოგიერთი დეტალი დაზუსტდება, მაგრამ კარანტინის რეჟიმის მიუხედავად, წირვები ისევ გაგრძელდება.

ჯაღმაიძეს დეტალებზე არ უსაუბრია, რადგან მისი თქმით, განცხადებაზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებიათ. თუმცა მისივე თქმით, ახალი რეკომენდაციები არ გასცდება სინოდის ბოლო განჩინებას, ანუ არ შეეხება ზიარების წესის ცვლილებას.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იყო აკრძალული, პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს ეხებოდა თუ არა ეს აკრძალვა ეკლესიას, რაზეც მან უპასუხა, რომ შეზღუდვა ეხება ყველას. ახლა, როცა კარანტინის გამო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა, პრემიერს ჰკითხეს ეხება თუ არა ეს ეკლესიას და შეძლებს თუ არა მრევლი ღამისთევაზე ეკლესიაში წასვლას, რაზეც მან უპასუხა:

"გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეს და სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ. თუმცა, ამის გარანტია არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად არ არსებობს".

"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მისი თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდება და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 110-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 21. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.