დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, 31 მარტს პრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა და ახალ შეზღუდვებზე ისაუბრეს. მისი თქმით, "ახალი რეალობის გათვალისწინებით", რეკომენდაციების ზოგიერთი დეტალი დაზუსტდება, მაგრამ კარანტინის რეჟიმის მიუხედავად, წირვები ისევ გაგრძელდება.

ჯაღმაიძეს დეტალებზე არ უსაუბრია, რადგან მისი თქმით, განცხადებაზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებიათ. თუმცა მისივე თქმით, ახალი რეკომენდაციები არ გასცდება სინოდის ბოლო განჩინებას, ანუ არ შეეხება ზიარების წესის ცვლილებას.

"ჯერჯერობით, საბოლოო სახე ამ განცხადებამ ვერ მიიღო. ძალიან ბევრი ადამიანის აზრია გასათვალისწინებელი. მღვდელმთავრები ყველანი ერთად აქ არ იყვნენ, ამიტომ მათთან შეთანხმებას და შემდეგ მათგან მოსულ კორექტირებებს დრო მიაქვს. საბოლოო ჯამში, მისმა უწმინდესობამ უნდა მოიწონოს ეს და გააკეთოს ბოლო კორექტირება", — განაცხადა მან ღამის კურიერის ეთერში.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში საკვირაო წირვები ტარდება. ტაძრებში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებენ, დაიცვან დისტანცია, თუმცა ამის შესრულება ყოველთვის ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ისევ საერთო კოვზით ტარდება ზიარების რიტუალიც.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იყო აკრძალული, პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს ეხებოდა თუ არა ეს აკრძალვა ეკლესიას, რაზეც მან უპასუხა:

"შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა".

ახლა, როცა კარანტინის გამო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა, პრემიერს ჰკითხეს ეხება თუ არა ეს ეკლესიას და შეძლებს თუ არა მრევლი ღამისთევაზე ეკლესიაში წასვლას, რაზეც მან უპასუხა:

"ეს გადაწყვეტილებები დღეს დავიწყეთ ჩვენ იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ახალ ეტაპს — შიდა გავრცელების ეტაპს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი და ვცდილობთ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის და ვმოქმედებთ ასე სწრაფად, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ხისტადაც, რომ მსგავსი დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს.

გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეს და სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ. თუმცა, ამის გარანტია არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად არ არსებობს".

ამავე თემაზე:

"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მისი თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდება და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 110-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 21. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.