დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სასულიერო პირებს, სთხოვა, რომ ქვეყნის მომავლისთვის "გაძლიერებულად ილოცონ" და მრევლს გარეთ გასვლაზე თავშეკავება ურჩიონ.

"მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ქართული სამოციქულო ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის რომ, რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისთვის", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

აქამდე თბილისის მერი სასულიერო პირებს სთხოვდა, მრევლისთვის აეხსნათ, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომანდაციები არავის რწმენას შეურაცხყოფს. ის ამბობდა, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე, ვირუსთან ბრძოლაში ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში საკვირაო წირვები ტარდება. ტაძრებში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებენ, დაიცვან დისტანცია, თუმცა ამის შესრულება ყოველთვის ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ისევ საერთო კოვზით ტარდება ზიარების რიტუალიც.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იყო აკრძალული, პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს ეხებოდა თუ არა ეს აკრძალვა ეკლესიას, რაზეც მან უპასუხა:

"შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა".

ახლა, როცა კარანტინის გამო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა, პრემიერს ჰკითხეს ეხება თუ არა ეს ეკლესიას და შეძლებს თუ არა მრევლი ღამისთევაზე ეკლესიაში წასვლას, რაზეც მან უპასუხა:

"ეს გადაწყვეტილებები დღეს დავიწყეთ ჩვენ იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ახალ ეტაპს — შიდა გავრცელების ეტაპს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი და ვცდილობთ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის და ვმოქმედებთ ასე სწრაფად, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ხისტადაც, რომ მსგავსი დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს.

გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეს და სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ. თუმცა, ამის გარანტია არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად არ არსებობს".

ამავე თემაზე:

"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მისი თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდება და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 110-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 21. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.