საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ თვითიზოლაციაში ყოფნისას "ახალი მოწოდება იპოვა" და მცველის კარიერას კომენტატორობა ამჯობინა. სახლში მან ნაკრების თერთმეტეული შეკრიბა და არც მეტი არც ნაკლები, პლეი ოფის მატჩი გამართა.

თუმცა იმისთვის, რომ სოციალური დისტანციის რეკომენდაცია არ დაერღვია, მატჩზე ფეხბურთელები არ მიუწვევია. თუ გგონიათ, რომ ასე არაფერი გამოუვიდოდა, ცდებით.

ამ ფაქტს მატჩის მიმდინარეობაზე არ უმოქმედია, რადგან ფეხბურთელების როლი მარტივად მოირგეს ლორმა, შოთის პურმა, შოკოლადმა და სახლში არსებულმა სხვა ნივთებმა.

შეიძლება დაიბენით და ვერაფერი გაიგეთ, ამიტომ ნახეთ ვიდეო:

ამ ფორმით ფეხბურთელმა მოუწოდა მოსახლეობას დარჩნენ სახლში და დაიცვან სოციალური დისტანცია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: