31 მარტის 18 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში 19 მილიონ 935 ათასი ლარი შეგროვდა. COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. ბოლო 24 საათში, StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხები 2,5 მლნ ლარით გაიზარდა. ფონდში თანხა შეიტანეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა, მათ შორისაა:

  • კავკასუს ონლაინი, 1 მლნ ლარი;
  • STAR WOOD, ORMAN URUNLERISANAYI, 650 ათასი ლარი;
  • IDS ბორჯომი საქართველო, 300 ათასი ლარი;
  • ავთანდილ ნამიჩეიშვილი, 100 ათასი ლარი;
  • ჯორჯიან მანგანეზი, 100 ათასი ლარი;
  • ალდაგი, 50 ათასი ლარი;
  • იუჯითი, 50 ათასი ლარი;
  • დაგი, 30 ათასი ლარი;
  • Sisam kavkasus, 20 ათასი ლარი;
  • ენსი გრუპ, 20 ათასი ლარი;
  • გილმარი, 15 ათასი ლარი;
  • ნეოფარმი, 15 ათასი ლარი;
  • შპს „კაცხურა“ , 10 ათასი ლარი;
  • EPIC DEVELOPMENT, 10 ათასი ლარი;
  • ჯეონეთი, 10 ათასი ლარი;
  • ისანი ბილდინგ, 10 ათასი ლარი;
  • ლოჯისტიქს სოლუშენ, 10 ათასი ლარი;
  • ბიესი, 5 ათასი ლარი;
  • გროს ენერჯი ჯგუფი, 5 ათასი ლარი;
  • აპტოსი, 5 ათასი ლარი;
  • აიტიკრაფტი, 5 ათასი ლარი;
  • ოქტოპუსი, 5 ათასი ლარი;
  • საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია, 2 ათას 500 ლარი.