კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო ფეისბუქმა და ტვიტერმა ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუსა და ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს პოსტები წაშალეს.

ფეისბუქმა წაშალა ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეო, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ მალარიის საწინააღმდეგო ერთ-ერთი პრეპარატი კორონავირუსის მკურნალობისას აბსოლუტურად ეფექტურია. გარდა ამისა, ჟაირ ბოლსონარუმ არაერთხელ დააკნინა ვირუსის საფრთხის მნიშვნელობა და ახალისებდა მოსახლეობას, რათა ყურადღება არ მიექციათ ფიზიკური დისტანციის შესახებ რეკომენდაციისათვის.

კიდევ ერთი პოსტი, რომელიც კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო წაიშალა ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ეკუთვნის. ის ტვიტერზე სახლის პირობებში მკურნალობის ეფექტურობაზე წერდა.

ამ ეტაპისთვის ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 4 681, ხოლო გარდაცვალების 167 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვენესუელაში COVID 19-ის 135 ინფიცირებისა და 3 გარდაცვალების შემთხვევას ადასტურებენ.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: