ბელარუსში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ადგილობრი მედია Belta-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილი პაციენტი 75 წლის მსახიობი იყო, რომელსაც დამატებით ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თმით, მისი ცოლი და შვილი ჯანმრთელებლი არიან, რადგან მათი იმუნური სისტემა უფრო ძლიერი იყო.

19 მარტს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, კორონავირუსი ფსიქოზია და სხვა არაფერი. მან თქვა, რომ დარწმუნებულია პანიკით უფრო დაიტანჯებიან, ვიდრე ვირუსით. ამას გარდა, ლუკაშენკომ გააკრიტიკა რუსეთის გადაწყვეტილებით საზღვრის ჩაკეტვა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ვირუსს მშვიდად ებრძვის.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით ბელარუსში ამ დრომდე დაავადების 152 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 47 გამოჯანმრთელებულია.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: