საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, თბილისში, ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების რაოდენობა ბოლო დროს 45%-ით შემცირდა. მსგავსი ტრენდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეინიშნება. სტატია თავდაპირველად OC MEDIA-ზე გამოქვეყნდა.

თბილისში და მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების ამჟამინდელი შემცირება პანდემიის წინააღმდეგ გატარებული პირველი ზომების შემდეგ დაიწყო. 26 თებერვლიდან ქალაქში ბევრმა რესტორანმა, ბარმა და კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა ან დისტანციურ სამუშაოზე რეჟიმზე გადავიდა.

ფოტო: CRRC-Georgia

ჰაერის დაბინძურება ნაწილობრივ სეზონურია: ის ქარზე, ტენიანობაზე და კლიმატის სხვა ასპექტებზე არის დამოკიდებული. თუმცა Facebook-ის Prophet-ის ხელსაწყოს და NASA-ს ტემპერატურის ყოველდღიური მონაცემების გათვალისწინებით, ჰაერის დაბინძურების დაანგარიშება ზემოხსენებული ფაქტორების უგულებელყოფითაც ხერხდება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად მთავარი დამაბინძურებლები, ნახშირბადის მონოქსიდი და აზოტის დიოქსიდი მნიშვნელოვნად შემცირდა.

დაბინძურების შემცირება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიწყო. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ქალაქში ავტომობილებით გადაადგილებამ საგრძნობლად იკლო.

ჰაერის დაბინძურების გლობალური შემცირება ნათელი ილუსტრაციაა იმისა, თუ რამხელა გავლენა აქვს ადამიანის აქტივობას დედამიწაზე. ბევრი იმედოვნებს, რომ პანდემიის და კრიზისული სიტუაციის დასრულების შემდეგ, ქვეყნები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ითანამშრომლებენ.

ანალიზი CRRC-ის კვლევის ფარგლებში გაკეთდა. მონაცემები კი GitHub-ზეა ხელმისაწვდომი.