დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები ეკლესიასთან მიმართებით უფრო ნათელი და მკაფიო უნდა ყოფილიყო.

მისი თქმით, თუკი ქვეყანა კარანტინისა და მასიური შეზღუდვების რეჟიმშია, მაშინ გამონაკლისების დაშვება არ შეიძლება. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები რწმენასა და ეკლესიას შეურაცხყოფას არ აყენებს.

"არ არის ახლა კეკლუცობის დრო. არავის რწმენის შეურაცხყოფაზე არ არის ახლა საუბარი. ძალიან სამწუხაროა, რომ გამოდიან პოლიტიკოსები და ამ კუთხით განიხილავენ ხოლმე ამ შეზღუდვებს.აზრი ხომ უნდა ჰქონდეს ამ შეზღუდვებს, ადამიანები სახლში თუ იქნებიან, მერე კვირაობით შეიკრიბებიან და იქ გადაადებენ ერთმანეთს, რა მნიშვნელობა აქვს მაშინ ამ შეზღუდვებს. ამიტომ ენის მოჩლექვის, პოლიტიკური ქულების ჩაწერისა და რევერანსების დრო არ არის. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და იმის იმედად ყოფნა, რომ ეკლესიაში წასვლით ვირუსი არ გავრცელდება", — განაცხადა კაპანაძემ tv პირველის ეთერში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 278.

"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მან აღნიშნა რომ, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.