რუსეთში კომუნარკის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს კორონავირუსი დაუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტვ დოჟი ავრცელებს.

დენის პროცენკო ის ექიმია, რომელსაც 24 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კომუნარკის კლინიკის ვიზიტისას შეხვდა. ვიზიტის ფოტოები კრემლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მოსკოვში, კომუნარკის დასახლებაში არსებული კლინიკა კორონავირუსის შემთხვევებისთვისა გათვალისწინებული.

ფოტო: კრემლი

გამოცემა ინტერფაქს კომუნაკის კლინიკაში უთხრეს, რომ დენის პროცენკო ამჟამად თავს კარგად გრძნობს. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უკვე განაცხადა, რომ პუტინისა და კლინიკის ექიმის ურთიერთობასთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთება არ უნდა არსებობდეს.

"პუტინი რეგულარულად იკეთებს ტესტს. ყველაფერი ნორმაშია", — თქვა პესკოვმა.

27 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი კრემლის ერთ-ერთ თანამშრომელს აქვს. მაშინაც პესკოვმა განაცხადა, რომ საშიშროება არ არსებობს, რადგან აღნიშნულ თანამშრომელს პუტინთან კონტაქტი არ ჰქონია. ამასთან, კორონავირუსი და პუტინი ირიბად დუმაშიც გადაიკვეთნენ, როცა საფრანგეთიდან დაბრუნებულმა დეპუტატმა თვითიზოლაცია დაარღვია და რუსეთის პრეზიდენტის მოსმენას დაესწრო.

ამჟამად რუსეთი კორონავირუსის 2 337 შემთხვევას ადასტურებს. COVID-19-ის შედეგად კი 17 ადამიანი გარდაიცვალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: