უფასო ინტერნეტი, ონლაინ სწავლების პლატფორმა — 4 ინიციატივა პანდემიის სირთულეების დასაძლევად
მოქალაქეთა ჯგუფი საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად 4 სამოქალაქო ინიციატივას სთავაზობს. ინიციატივებს შორისაა უფასო ინტერნეტი, ონლაინ სწავლების პლატფორმა, სახალისო თამაშები თუ სხვა.
სამოქალაქო მოძრაობა შენმოქმედის წევრები ამბობენ, რომ პროექტებში ჩართვა ყველას შეუძლია, როგორც ფინანსური და მატერიალური, ისე ადამიანური თუ ინტელექტუალური რესურსით.
"COVID 19-ის პირობებში აღარ არსებობს უმნიშვნელო გადაწყვეტილებები და ლოკალური პასუხისმგებლობები. ბოლო რამდენიმე თვემ გვაჩვენა, რომ ერთი ადამიანის ერთმა მოქმედებამ შეიძლება მთელი სამყარო შეცვალოს და ახალი გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ერთად და ერთობით არის შესაძლებელი", — ამბობენ მოძრაობის დამფუძნებლები.
სამოქალაქო მოძრაობის 4 ინიციატივაა: კომპიუტერი და ინტერნეტი ყველა ოჯახს, სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი, კენწერო და Game of Homes. თითოეული მათგანი მოიცავს შემდეგს:
კომპიუტერი და ინტერნეტი ყველა ოჯახს
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე, პრიორიტეტი მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მშობლებსა და მასწავლებლებს, შემდგომ კი ინიციატივა საჭიროების მქონე სხვა მოქალაქეებზეც გავრცელდება.
ინიციატივაში ჩართვა შესაძლებელია როგორც დონაციის, ისე საჭიროების მქონეთა ნომინირების კუთხით. მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება ფონდი პროდემოსის გვერდზე შეუძლიათ.
სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი
საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციებისათვის იქნება განკუთვნილი. ამ ინიციატივის მიზანი COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაში მაქსიმალურად ეფექტიანი და ეფექტური ინიციატივების მხარდაჭერაა. საგრანტო კონკურსი მიმართული იქნება არსებული კრიზისის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის ან შემსუბუქებისკენ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი სამოქალაქო საზოგადოებისა (ააიპ) და მედია ორგანიზაციებისთვის კონცეფციის წარდგენის ბოლო ვადა 4 აპრილია.
საგრანტო კონკურსის განაცხადი და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
კენწერო
კენწერო ინოვაციური ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოქალაქეებს შესთავაზებს:
- მსოფლიო მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსებს ქართულ ენაზე;
- ახალ რეალობაზე მორგებულ ონლაინ კურსებსა და ტრენინგებს ქართველი და უცხოელი ტრენერების მონაწილეობით;
- შესაბამის საგანმანათლებლო და დასაქმების პერსპექტივებს;
- ონლაინ დისკუსიის შესაძლებლობებს.
Game of Homes — თვითიზოლაციური თამაშები სახლში დარჩენის წასახალისებლად
ინიციატივა Game of Homes არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასა და კომუნიკაციების კომპანია კრაკენთან ერთად ხორციელდება. Game of Homes ფეისბუქის ჯგუფია, რომელიც მის წევრებს სახლის პირობებში ყოველდღიურ გამოწვევებს, თამაშებს, გართობის სხვადასხვა ხერხსა და შესაბამის პრიზებს სთავაზობს. გარდა ამისა, მცირე ბიზნესს, რომელიც ყოველდღიურ პრიზებს აწესებს, პროექტი ეხმარება გაყიდვების სტიმულირებასა და საკუთარი პროდუქციის რეკლამირებაში. ინიციატივაში ჩასართველად ჯგუფში დამატებაა საჭირო.
მოძრაობა შენმოქმედი სექტორი 3-ისა და ფონდ პროდემოსის ინიციატივაა. მოძრაობის წევრებს სჯერათ, რომ კორონავირუსიის გლობალურ პანდემიასთან გამკლავება საზოგადოების ყველა წევრის ჩართულობითაა შესაძლებელი. მათი პირველი ინიციატივა "მადლიერების ტაში" იყო, რომელსაც საქართველოს მასშტაბით ბევრი ადამიანი შეუერთდა.
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვანახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო ნახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო
-
გადახედვაესმით თუ არა ძაღლებს სიტყვების მნიშვნელობა? — კვლევა ესმით თუ არა ძაღლებს სიტყვების მნიშვნელობა? — კვლევა
-
გადახედვაკოვიდპანდემიამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეამცირა — ცნობილია, რამდენით კოვიდპანდემიამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეამცირა — ცნობილია, რამდენით
-
გადახედვაექსპერიმენტულად დაადგინეს, რა აქრობს ნაწილაკებს CERN-ის ნაწილაკთა ამაჩქარებელში ექსპერიმენტულად დაადგინეს, რა აქრობს ნაწილაკებს CERN-ის ნაწილაკთა ამაჩქარებელში
-
გადახედვამეცნიერება 3 Body Problem-ის მიღმა — რა უნდა ვიცოდეთ Netflix-ის ახალი სერიალის უკეთ გასაგებად მეცნიერება 3 Body Problem-ის მიღმა — რა უნდა ვიცოდეთ Netflix-ის ახალი სერიალის უკეთ გასაგებად
-
გადახედვაშესაძლოა, სიღარიბე ტვინის დაბერებას აჩქარებდეს შესაძლოა, სიღარიბე ტვინის დაბერებას აჩქარებდეს
-
გადახედვაადამიანი უფრო ხშირად აინფიცირებს ცხოველს, ვიდრე პირიქით — ახალი კვლევა ადამიანი უფრო ხშირად აინფიცირებს ცხოველს, ვიდრე პირიქით — ახალი კვლევა
-
გადახედვარატომ გვაქვს ორი თვალი: მხედველობის მეცნიერება — STEM მარტივად რატომ გვაქვს ორი თვალი: მხედველობის მეცნიერება — STEM მარტივად
-
გადახედვააჩქარებს თუ არა ორსულობა დაბერების პროცესს? — კვლევა აჩქარებს თუ არა ორსულობა დაბერების პროცესს? — კვლევა
-
გადახედვაSora ტექსტის ვიდეოდ ქცევას განაგრძობს — ნახეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ახალი ვიდეოები Sora ტექსტის ვიდეოდ ქცევას განაგრძობს — ნახეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ახალი ვიდეოები
-
გადახედვაროგორ ჩავიხედოთ მოლეკულაში — STEM მარტივად როგორ ჩავიხედოთ მოლეკულაში — STEM მარტივად
-
გადახედვაევროპასა და ენცელადზე სიცოცხლეს შესაძლოა, ყინულის 1 კრისტალით მივაგნოთ ევროპასა და ენცელადზე სიცოცხლეს შესაძლოა, ყინულის 1 კრისტალით მივაგნოთ
-
გადახედვადადასტურებულია, რომ მარსს ორბიტაზე ახალი კომპანიონი გამოუჩნდა დადასტურებულია, რომ მარსს ორბიტაზე ახალი კომპანიონი გამოუჩნდა
-
გადახედვაჩვენი გალაქტიკის ცენტრთან 13 მილიარდი წლის ვარსკვლავურ სტრუქტურებს მიაგნეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან 13 მილიარდი წლის ვარსკვლავურ სტრუქტურებს მიაგნეს
-
გადახედვანახეთ: Neuralink-ის პირველი პაციენტი Mario Kart-ს "ტელეპათიურად" თამაშობს ნახეთ: Neuralink-ის პირველი პაციენტი Mario Kart-ს "ტელეპათიურად" თამაშობს
-
გადახედვაროცა "დემონურ" სახეებს ხედავ — უჩვეულო მხედველობითი დარღვევა როცა "დემონურ" სახეებს ხედავ — უჩვეულო მხედველობითი დარღვევა
კომენტარები