ბილაინი აგრძელებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას. მომხმარებელთა კომფორტისთვის და სახლში დარჩენის მოტივაციისთვის, ბილაინის აბონენტებს საქართველოს მოილბანკით სარგებლობა, ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეუძლიათ.

ანუ ბილაინის მომხმარებელს საქართველოს მოილბანკში ნებისმიერი ოპერაცია შეუძლია განახორციელოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება.

ციფრული პროდუქტების განვითარება და მხარდაჭერა, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობით, ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად ბილაინმა პრევენციული ზომების მიღება დაიწყო. ამ დროისთვის მთელი კომპანია, სატელეფონო ცენტრის ჩათვლით, დისტანციურ მუშაობაზეა გადასული.

მომხმარებლებს ბილაინის ყველა მომსახურების მიღება სხვადასხვა ციფრული არხით, აპლიკაციით MyBeeline, განახლებეული ვებგვერდით beeline.ge და facebook-ის გვერდით, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. ბილაინის სატელეფონო ცენტრიც აბონენტებისთვის ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.