უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადამიანები ფიზიკურ დისტანცირებას მკაცრად იცავენ, მეტიც — უკვე ბევრგან საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული და სახლიდან გასვლა გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე შეზღუდულია.

რა ბედი ეწევა ასეთ დროს პაემნებს?

ამ კითხვაზე კრეატიული პასუხი ჯერემი კოენმა შემოგვთავაზა, რომელიც ბრუკლინში ცხოვრობს და ამ ვითარებაშიც მოახერხა, რომ მეზობელ კორპუსში მცხოვრები გოგო პაემანზე დაეპატიჟებინა.

ახლა მოგიყვებით, თუ როგორ მოხდა ყველაფერი:

ეს ჯერემია

ფოტო: Jeremy Cohen

რომელმაც თავისი აივნიდან მეზობელი კორპუსის სახურავზე მოცეკვავე გოგო შენიშნა

ფოტო: Jeremy Cohen

და მიესალმა

ფოტო: Jeremy Cohen

შემდეგ კი გადაწყვიტა, როგორმე მას დაკავშირებოდა: ფურცელზე თავისი ნომერი დაწერა

ფოტო: Jeremy Cohen

და დრონის საშუალებით გაუგზავნა

ფოტო: Jeremy Cohen

ფოტო: Jeremy Cohen

მეზობელი კორპუსის სახურავზე მოცეკვავე გოგო, რომელსაც ტორი ჰქვია, ამ წამოწყებით ნამდვილად გაოცებული იყო

ფოტო: Jeremy Cohen

ფოტო: Jeremy Cohen

მალე კი ჯერემის ტელეფონში სასურველი შეტყობინებაც გამოჩნდა და მათ მომდევნო დღისთვის პაემანიც დაგეგმეს

ფოტო: Jeremy Cohen

ფოტო: Jeremy Cohen

და პაემანიც შედგა

ფოტო: Jeremy Cohen

ცოტა უშველო ფორმატში — ისინი სხვადასხვა შენობაში იყვნენ

ფოტო: Jeremy Cohen

თუმცა ეს მცდელობა მაინც წარმატებული გამოდგა

ფოტო: Jeremy Cohen

ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო ჯერემიმ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა

თანაც, ყველაფერი ამით არ დასრულებულა: ისინი ერთმანეთსაც შეხვდნენ. კვლავ უჩვეულო ფორმატში, მაგრამ მაინც