დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, არ არის სწორი ის, რომ ტესტები ფიზიკური პირისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მისი შესყიდვა და შემდეგ საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება შეძლოს.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ამზადებს სპეციალურ ჩარჩოს, რომელიც გააკონტროლებს, რომ სისტემაში ისეთი ტესტი არ მოხვდეს, რომელსაც არასაიმედო პასუხების ჩვენება შეუძლია.

"ეს არ არის სწორი. ვფიქრობ, კვირის ბოლომდე გვექნება სრული ჩარჩო. მას შემდეგ რაც ხვალ ალგორითმი დასრულდება, გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ალგორითმის ფარგლებში მოხდეს შეზღუდვების დაწესება, იმაზე თუ ვის აქვს ტესტის შეთავაზების საშუალება, ვისთვის, ვინ არის პასუხისმგებელი ტესტის ხარისხზე, როგორ ხდება პასუხების ვალიდაცია და რა არის ხარისხის კონტროლის ჩარჩო იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი და საიმედო პასუხი მივიღოთ ნებისმიერი ტესტირებისგან. თუ ტესტი არ არის ამ მახასიათებლების მქონე, ის არ უნდა მოხვდეს სისტემაში და ჩარჩო, რომელიც კვირის ბოლომდე ვფიქრობ, რომ ამოქმედდება, არის ამის გარანტია", — განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 278.

"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მან აღნიშნა რომ, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.