სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 48 296 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 25 029 ბიჭი და 23 267 გოგო. სტატისტიკის თანახმად, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 5,6 პროცენტით შემცირებულია.

შესაბამისად, იკლო ბუნებრივი მატების (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) კოეფიციენტმაც. 2019 წლის მონაცემებით, ბუნებრივი მატება 1 637 ერთეულით განისაზღვრა, რაც 64,5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მონაცემებზე. ბუნებრივი კლება დაფიქსირდა თბილისის, აჭარისა და ქვემო ქართლის გარდა ყველა რეგიონში

საქსტატის ცნობით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 0,3 პროცენტით გაიზარდა და 46 659 ერთეული შეადგინა.