45 წლის ჩარლი ადამსმა კარანტინში მყოფ 80 წლის დედას სამსახურის სატვირთო მანქანით მიაკითხა და მესამე სართულზე ამწეთი მოინახულა. პანდემიის გამო, მოხუცებულთა პანსიონატი მნახველებს არ იღებს.

ოჰაიოს მაცხოვრებელი ადამსი ამბობს, რომ კარანტინში ყოფნისას დედას ტელეფონით სულ ესაუბრებოდა, ის კი ეუბნებოდა, რომ მასთან ერთად ვახშამი მოენატრა. ადამსს დედა კვირაში ორჯერ მაინც მიჰყავდა ხოლმე რესტორანში — ლანჩზე ან ვახშამზე:

"ავუხსენი, რომ მისი რესტორანში წაყვანა შეუძლებელი იყო და ახლა ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რამაც ის დაასევდიანა".

ფოტო: Charley Adams

ადამსმა დაწესებულების თანამშრომლების უსაფრთხოების რეკომენდაციები გაითვალისწინა და დედას სიურპრიზი გაუკეთა, რამაც მოხუცი ძალიან გაახარა:

"ის იძახდა, "ჩემო საოცარო ბიჭო, კი მაგრამ, რას აკეთებ?". როგორც ჩარლზი ამბობს, დედა მას დღემდე ბავშვს ეძახის.

ადამსის თქმით, დედას ოჯახის წევრები ხშირად ურეკავენ, რაც მის განწყობაზე კარგად მოქმედებს. თუ თქვენ სატვირთო მანქანა არ გყავთ, შეგიძლიათ საყვარელი ადამიანები ერთი ზარით გაამხიარულოთ.