ინტერნეტ ბრაუზერებს უამრავი სასარგებლო დამატება ანუ Extension აქვს, რომლებიც პროგრამას სხვადასხვა ფუნქციებს ამატებენ. მაგალითად, ემოჯიების ბიბლიოთეკა ან VPN სერვერები, რომელთა ჩართვისასაც youtube-ზე საქართველოსთვის დაბლოკილი ვიდეოების ნახვა შეგიძლიათ, ან ისეთი დამატება, რომელიც youtube-იდან ვიდეოს მოქაჩვის საშუალებას გაძლევთ. ზოგი დამატება ცუდიც არის, მაგალითად "არხივ ორგი" და სხვა ასეთი ვირუსი პროგრამები.

როგორც იცით, ინტერნეტი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პანიკაშია, ამიტომ ერთ-ერთმა ავსტრალიურმა ბურგერ-რესტორანმა გადაწყვიტა, რომ შეექმნა ქრომის დამატება, რომელიც თქვენს ბრაუზერში ინსტალაციის შემდეგ დონალდ ტრამპის ყველა ფოტოს ბურგერის ფოტოთი ჩაანაცვლებს.

ფოტო: Mashable

თუმცა პროგრამა იდეალურად არ მუშაობს, ცხადია, ის ფოტოების ამოცნობას ვერ ახერხებს და საიტის კოდში ფოტოს ალტერნატიულ ტექსტში ან აღწერაში ეძებს სიტყვას trump და თუ იპოვა ჩაანაცვლებს.

"ჩვენ გვინდა ხალხი გავახალისოთ", ამბობს რესტორნის მფლობელი.