სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. ეპარქიის ინფორმაციით, სასულიერო პირი ჰოსპიტალიზირებიდან ერთ კვირაში, ბელგრადის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვალევოს ეპარქიის 71 წლის ეპისკოპოსს, მილუტი კნევიჩსა და კიდევ ორ სასულიერო პირს კორონავირუსი წინა კვირას დაუდგინდათ.

როგორც Reuters წერს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია იუგოსლავიის ყოფილ ქვეყნებში საკმაოდ გავლენიანია. სერბეთში, მონტენეგროსა და ბოსნიაში მას 12 მილიონი მრევლი ჰყავს.

მას შემდეგ რაც მარტის დასაწყიში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სერბეთის საპატრიარქომაც მოსახლეობას მოუწოდა, რომ ღვთისმსახურებაზე აღარ ევლოთ და ლიტურგიებისთვის ტელევიზორებიდან ედევნებინათ თვალი. გარდა ამისა, მათ ნათლობა პანდემიის დასრულებამდე გადადეს, ხოლო მოქალაქეებს მოუწოდეს დაკრძალვაზე ცოტა ადამიანი შეიკრიბოს.

ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სერბეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში დაკეტა ყველა კაფე-რესტორანი, შემოიღეს კომენდანტის საათი 17:00 საათიდან 05:00 საათამდე და ქვეყნის საზღვრები ჩაკეტეს.

სერბეთში, რომლის მოსახლეობა 7 მილიონია, კორონავირუსის 785 დადასტურებული შემთხვევაა. COVID-19-ის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42 უკვე გამოჯანმრთელდა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: