იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 812-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა შაბათ-კვირის მონაცემებით შემცირდა, თუმცა ორშაბათს ისევ ზრდა დაფიქსირდა.

პარასკევს ქვეყანამ გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა 919 ადამიანი დაადასტურა, შაბათ-კვირას ეს რიცხვი 889-მდე და 756-მდე შემცირდა.

ჯამში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 11 591 შეადგენს, გამოჯანმრთელებული კი 14 620-ია. იტალიაში ბოლო ერთ დღეში ვირუსის 1 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევების რაოდენობაა ამ კვირაში.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა. წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: