იუსტიციის მინისტრმა დღეს, 11 ნოემბრის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან დაადასტურა, რომ დიასპორის სამინისტრო გაუქმდება და მის ფუნქციებს, შეითავსებს საგარეო საქმეთა უწყება:

"როგორც ამ დიასპორის ყოფილი წევრი, მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ მთავრობის პრიორიტეტად დარჩეს დიასპორის თემებზე მუშაობა და ეს უბრალოდ თემა კი არ იყოს, არამედ პრიორიტეტი, როგორც ეს აქამდე იყო. როგორც პრემიერმა დაადასტურა, ეს თემა არ გაქრება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტების ნუსხიდან და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაუდგება ამ საკითხის მართვას სათავეში".