ასე გამოვხატავ ჩემს პატივისცემას — მოქალაქე თბილისში ექიმებს უფასო მგზავრობას სთავაზობს
IT მენეჯერი, გიორგი გიორგაძე თბილისში მომუშავე სამედიცინო პერსონალს უფასო მგზავრობას სთავაზობს. ამის შესახებ მან თავდაპირველად ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
გიორგი On.ge-სთან ამბობს, რომ შეუძლია ექიმებს და საავადმყოფოებში დასაქმებულ სხვა ადამიანებს გადაადგილებაში დილის 09:00 საათიდან შუადღის 12:00 საათამდე დაეხმაროს.
ამ ინიციატივით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ პატივისცემის გამოხატვა სურს. მისი თქმით, დღევანდელმა რეალობამ ყველას დაანახა, რომ ექიმები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო სფეროს წარმომადგენლები არიან.
"მართლა არ იქნება ჩემთვის პრობლემა ამის გაკეთება და თუ ვინმეს რამე სახით შეუმსუბუქდება ხარჯები და წაადგება, რატომაც არა. ვისაც დრო აქვს და მანქანა ჰყავს, ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს, არაფერი განსაკუთრებული არაა მგონი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მაქსიმალურად ამოვუდგეთ გვერდში ყველანი", — ამბობს გიორგი.
გიორგი აღნიშნავს, რომ კარანტის რეჟიმის დარღვევის გარეშე, ერთდროულად მაქსიმუმ ორ მგზავრს გადაიყვანს. ის აპირებს დრო ისე გადაანაწილოს, რომ რამდენიმე მარშრუტის დაგეგმვა მოასწროს, 12:00 საათიდან კი მისი სამუშაო იწყება.
უფასოდ გადაადგილების მსურველ სამედიცინო პერსონალს გიორგისთან დაკავშირება ფეისბუქის საშუალებით შეუძლია. მისი თქმით, ამ მომენტისთვის უკვე ერთი ადამიანი შეეხმიანა და ხუთ და 9 აპრილს მანქანაში ერთი ადგილი დაჯავშნა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები