ნიუ-იორკის ცენტრალ პარკში 68-საწოლიანი საველე საავადმყოფო შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ნიუ-იორკში ამერიკაში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული შტატია, აქ ვირუსით 1 000 ადამიანი გარდაიცვალა. მერმა თქვა, რომ მათ მეტი სამედიცინო მუშაკი და საავადმყოფო სჭირდებათ. ცენტრალ პარკში სავალე ჰოსპიტალი ხვალიდან, 31 მარტიდან ამოქმედდება.

ამერიკაში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 140 904 დადასტურებული შემთხვევაა, 2 405 ადამიანი კი გარდაცვლილია.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა. წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: