NCDC-ში არ აზუსტებენ, უარი თქვეს თუ არა იმნაძემ და გამყრელიძემ მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ავრცელებს ზუსტ ინფორმაციას, უარი თქვეს თუ არა ცენტრის დირექტორმა და მისმა მოადგილემ მედიასთან ურთიერთობაზე.
On.ge უწყებას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ნეტგაზეთმა დაწერა, რომ ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ამიერიდან მედიასთან კომენტარს არ გააკეთებენ.
პრესსამსახურში ამბობენ, რომ NCDC ინფორმაციას დღეში ერთხელ გაავრცელებს, თუმცა რა ფორმით, არ იციან. ამასთან, არ აზუსტებენ არც იმას, ვინ იქნება სპიკერი ან ინფორმაციის გამავრცელებელი.
კითხვას, გადაწყვიტეს თუ არა იმნაძემ და გამყრელიძემ მედიასთან კომუნიკაციის შეზღუდვა, პრესსამსახურში პასუხობენ, რომ მათ დღეს არ ეცალათ. On.ge-მ სცადა დაზუსტება, სხვა დროს გააკეთებენ თუ არა კომენტარს ისინი, რაზეც შემდეგი პასუხი მივიღეთ:
"რა იქნება ხვალ, ვერ გეტყვით".
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამიერიდან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებენ და სიახლეებს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებენ. გამოცემა წერს, რომ მათ ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში უთხრეს.
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე მედიასთან აქტიურად კონტაქტობენ. ისინი ხშირად არიან სატელევიზიო გადაცემების სტუმრებიც. ბოლო რამდენიმე ინტერვიუს დროს საზოგადოების ნაწილმა ჟურნალისტები გაკრიტიკა იმის გამო, რომ მათ არასასიამოვნო კითხვები დაუსვეს. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც და აღნიშნა, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა 100 ადამიანს, მათგან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 4 978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 266.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები