ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლარენის მუზეუმიდან მოიპარეს. ინფორმაციას მუზეუმის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ქურდები მუზეუმში დაახლოებით შუაღამის სამ საათზე შეიპარნენ და 1884 წელს შესრულებული ნამუშევარი Spring Garden (გაზაფხულის ბაღი) მოიპარეს. როგორც ცნობილია, მუზეუმიდან სხვა ნახატები არ მოუპარავთ, ნამუშევარი კი აღნიშნულ მუზეუმში დროებით იყო გადატანილი გრონინგერის მუზეუმიდან.

ნახატზე მღვდელი და მისი სახლის ეზოა გამოსახული.

"შოკში ვარ და ამასთან ერთად, დაუჯერებლადაც განრისხებულიც. ეს ცუდი ამბავია ორივე მუზეუმისთვის, მაგრამ პირველ რიგში ეს საშინელებაა ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ხელოვნების ნიმუში აქ იმისთვისაა, რომ გაგიზიაროთ და ყველამ ნახოს. ეს არის იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩუქოთ შთაგონება, ვასიამოვნოთ, გავახაროთ. განსაკუთრებით, ამ ურთულეს დროს", — აცხადებს მუზეუმის დირექტორი.

კორონავირუსის პანდემიის გამო ჰოლანდიაში მუზეუმები დაკეტილია, სავარაუდოდ, სწორედ ამით ისარგებლეს ქურდებმაც.