10 კარგი ფილმი, რომლის ნახვაც ნეტფლიქსზე შეგიძლიათ
ნეტფლიქსის პლატფორმას მაყურებლების უმეტესობა ძირითადად სერიალების სანახავად იყენებს, თუმცა ამ სტრიმინგ სერვისზე ასევე მრავალი ფილმია ხელმისაწვდომი.
ახლა სწორედ იმ რამდენიმე გამორჩეული კინოსურათის შესახებ გიამბობთ, რომლებიც ნეტფლიქსის ქართველი მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა, ამის შესახებ, ბევრმა თქვენგანმა, შესაძლოა, არც კი იცოდა.
1. Okja
სანამ 2019 წელს სამხრეთ კორეელი რეჟისორი, ბონგ ჯუნ ჰო კინოსამყაროში ნამდვილ ფურორს მოახდენდა და თავისი შედევრით პარაზიტი ყველა მნიშვნელოვანი დაჯილდოების ტრიუმფატორი ახდებოდა, მანამდე 2017 წელს ნეტფლიქსთან თანამშრომლებით გადაიღო ასევე საკმაოდ გახმაურებული ფილმი Okja.
ვერ ვიტყვით, რომ ეს კინოსურათი ბონგ ჯუნ ჰოს საუკეთესო ნამუშევრებს შორის ერთ-ერთია, თუმცა ის თავისი შინაარსობრივი დატვირთვით ძალიან საინტერესო სანახავი იქნება სწორედ ახლა: როგორ ექცევა ადამიანი სხვა ცოცხალ არსებებს და ზოგადად ბუნებას, რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ეს სამხრეთ კორეელი რეჟისორის ჰოლივუდური პროექტი იყო და მასში ისეთი ცნობილი მსახიობები თამაშობენ, როგორებიც არიან ტილდა სუინტონი, ჯეიკ ჯილენჰოლი და პოლ დანო.
2. Uncut Gems
მართალია, გასული წელი კინოსთვის საოცრად ნაყოფიერი აღმოჩნდა და მრავალი საინტერესო კინოსურათი ვიხილეთ, თუმცა ერთი ძალიან საინტერესო ფილმი თითქმის ყველა გავლენიანი დაჯილდოების ყურადღების მიღმა დარჩა: Uncut Gems.
ძმების, ბენი და ჯოშ საფდების ამ ახალმა ნამუშევარმა უამრავ მაყურებელთან ერთად ცნობილი რეჟისორების საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა: გილერმო დელ ტორომ, სოფია კოპოლამ და ბონგ ჯუნ ჰომ ეს ფილმი 2019 წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელეს.
3. Pulp Fiction
სანამ ბონგ ჯუნ ჰო მიიღებდა ოქროს პალმის რტოს, მანამდე ჯერ კიდევ 1994 წელს კვენტინ ტარანტინომ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შეძლო სპეციალური ჟიურის საერთო აღფრთოვანების დამსახურება ამ ფილმით (თანაც უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ფესტივალზე ჰოლივუდურ ფილმებს იშვიათად სწყალობენ).
თუ ჯერ ნანახი არ გაქვთ ეს საკულტო ფილმი, რომელმაც პოპკულტურის შემდგომ განვითარებაზეც კი იქონია გავლენა, ახლავე უნდა გამოიყენოთ ეს შანსი. ხოლო თუ ნანახი გაქვთ, გაიხსენეთ, რომ კვენტინ ტარანტინო არასდროსაა ზედმეტი და კიდევ ერთხელ გაატარეთ დაუვიწყარი დრო ამჯერად ნეტფლიქსთან ერთად.
4. A Clockwork Orange
თუ მძიმე, ემოციურად დატვირთული სიუჟეტური ხაზის მქონე ისტორიები არ გაშინებთ, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ ენტონი ბერჯესის საკულტო რომანის მიხედვით გადაღებული სტენლი კუბრიკის გახმაურებული სურათი მექანიკური ფორთოხალი.
დისტოპიური სიუჟეტის მქონე ეს კრიმინალური დრამა ისეთი მნიშვნელოვან თემების კრიტიკულ გააზრებას გვთავაზობს, როგორებიცაა ფსიქიატრიული მკურნალობის ნაკლოვანებები, დანაშაულთან ბრძოლის მეთოდები, სახელმწიფო ძალაუფლების საზღვრები თუ თავისუფალი ნების წინაშე არსებული გამოწვევები.
5. V for Vendetta
რეჟისორ ჯეიმს მაკტიგს თავისი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად მაშინ გაუმართლა, როცა მატრიცას შემქმნელებთან, ლილი და ლანა ვაჩოვსკებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მიეცა: სწორედ მათ დაწერეს ცნობილი ფილმის, V for Vendetta-ს სცენარი.
ვაჩოვსკებმა ალან მურის ამავე სახელწოდების მქონე საკულტო კომიქსს სრულიად ახლებური სული შთაბერეს და ეკრანებზე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის ძალადობრიობის წინააღმდეგ ემოციური კინომანიფესტი შექმნეს.
6. Se7en
თუ დაძაბული სიუჟეტის მქონე კრიმინალური ისტორიები გიზიდავთ და აქამდე დევიდ ფინჩერის ეს ცნობილი ფილმი არ გინახავთ, ახლავე უნდა გამოასწოროთ ეს: 1995 წელს გადაღებული Se7en დღემდე უამრავი მაყურებლის განხილვის საგანია თავისი საოცრად მისტიკური სიუჟეტური ხაზით.
თანაც ახალგაზრდა ბრედ პიტის, კევინ სპეისისა და მორგან ფრიმენის სამსახიობო ოსტატობით ორი საათის განმავლობაში შეგიძლიათ დატკბეთ.
7. Paris Is Burning
ვისაც დოკუმენტური კინო უყვარს და მათაც, ვინც ჯერ ამ ჟანრით არ დაინტერესებულან, აუცილებლად უნდა ნახონ 1990 წელს გადაღებული ეს ფილმი, რომელიც 80-იანი წლების ამერიკულ საზოგადოებაში მარგინალიზებული ჯგუფების — ჰომოსექსუალების, ტრანსგენდერებისა და აფროამერიკელების ყოველდღიური მძიმე ყოფის შესახებ შეულამაზებლად და გულახდილად მოგვითხრობს.
სწორედ ეს ფილმი გახდა სერიალების მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი შოუს, Pose-ის შექმნის ინსპირაცია.
8. Julie & Julia
თუ კარგ კომედიას ეძებთ, ნეტფლიქსი ამ შემთხვევაშიც მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ და მათ შორისაა ნორა ეფრონის ცნობილი ფილმი Julie & Julia.
2009 წელს გამოსული ეს წარმოუდგენლად სასაცილო და თან სევდიანი კინოსურათი მერილ სტრიპისა და ემი ადამსის მონაწილეობით ნამდვილად არ მოგაწყენთ და შესაძლოა, თვითიზოლაციაში კულინარიული ნიჭის აღმოჩენაშიც კი დაგეხმაროთ.
9. Princess Mononoke
თუ ანიმაციები გიყვართ, ან გინდათ დრო ოჯახის პატარა წევრებთან ერთად ჯადოსნურად გაატაროთ, მაშინ გიტყვით, რომ სხვა ანიმაციებთან ერთად, ნეტფლიქსის პლატფორმაზე უკვე დაემატა Studio Ghibli-ს არაერთი გამორჩეული ანიმე.
მათ შორის ერთ-ერთი Princess Mononoke-ა, რომელიც თავისი შთამბეჭდავი ვიზუალითა და დაძაბული სიუჟეტით ნებისმიერი ასაკის მაყურებელს დროის მოსალოდნელზე უფრო საინტერესოდ გატარებაში დაეხმარება.
10. My Happy Family
თუ მშობლიური კინოს ნახვა გინდათ, ნეტფლიქსი არც ამჯერად დაგწყვეტთ გულს: ამ სტრიმინგ სერვისზე შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე ქართველი რეჟისორის, ნანა ექვთიმიშვილის ჯერჯერობით ბოლო ნამუშევარი, ჩემი ბედნიერი ოჯახი, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობ ყოველდღიურ პრობლემებსა და სოციალურ ურთიერთობებს ახლებური ხედვით გვაჩვენებს.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები