გქონდეთ ნდობა, სურსათითა და მედიკამენტებით მომარაგებაზე შეფერხება არ გვაქვს — ცქიტიშვილი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ქვეყანაში სურსათით, მედიკამენტებითა და სხვა აუცილებელი პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებით შეფერხება არაა. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ჰქონდეთ მათ შორის მთავრობის ნდობა. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ძალიან დიდი თხოვნით მივმართავ ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გვქონდეს მათ შორის, მთავრობის მიმართ ნდობა, როცა ხედავთ, რომ ჩვენი მაღაზიების თაროები არ არის ცარიელი და თუ ცარიელდება მაშინვე ივსება. მოდით შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ მაღაზიებს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასაც, რადგან სასურსათო მაღაზიების რიგშიც დიდია ინფიცირების რისკი", — თქვა მაია ცქიტიშვილმა.
დღეს, 30 მარტს ქვეყნის მასშტაბით კარანტინის ზომები გამკაცრდა. 31 მარტიდან იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. ასევე, საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე მოქალაქეთა ნებისმიერი გადაადგილება აკრძალულია.
"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ
დღეს, 30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მისი თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც ხვალ, 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდება და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.
რაც შეეხება შეზღუდვებს:
- 21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე, პირადი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილება. თუმცა, მათ ვინც სადღეღამისო დაწესებულებებში მუშობს, მისცემენ სპეციალურ საშვს, რომლის მისაღებადაც უნდა დარეკოთ მთავრობის ცხელ ხაზზე — 144;
- სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე — ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი და 2 იჯდება უკანა სავარძელზე. მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები;
-
იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია;
- იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მუნიციპალიტეტები, ეკონომიკის ან ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაეხმაროს;
- ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.
სხვა შეზღუდვები და სიახლეები:
- კარანტინის წესების განმეორებით დამრღვევი პირები ცალკე დაწესებულებაში იქნებიან
- პენიტენციურის 780 თანამშრომელი საპატიმროებში იცხოვრებს და ტერიტორიას არ დატოვებს
- "ოჯახის ექიმები უახლოეს დღეებში ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის ძირითადი მებრძოლები გახდებიან"
- "მომუშავე ადამიანები უნდა გადაადგილდნენ დამსაქმებლის ან პირადი ტრანსპორტით"
პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 100-მდე გაიზარდა. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.
საქართველოში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გამოჯანრმთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4 978, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 266.
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
კომენტარები