დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პირთა გადაადგილების კონტროლისა და პირველადი თერმოსკრინინგისთვის შვიდ ქალაქში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. როგორ პრემიერმა განმარტა, საკონტროლო პუნქტები განთავსდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში და ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლს ისახავს მიზნად.

"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ

დღეს, 30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მისი თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც ხვალ, 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდება და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხებვა შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 100-მდე გაიზარდა. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.

საქართველოში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გამოჯანრმთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4 978, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 266.