რა შეზღუდვები იქნება კარანტინის დროს — მოკლედ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
ხვალიდან საქართველოში კარანტინია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდა. 31 მარტის დილის 08:00 საათიდან ბევრი რამ განსხვავებულად იქნება, საღამოს 21:00 საათიდან კი გადაადგილებაც აიკრძალება.
On.ge შეეცადა მკითხველისთვის მოკლედ აეხსნა, რა იცვლება ხვალიდან.
გადაადგილება
დღის განმავლობაში ქუჩაში გადაადგილება აკრძალული არ არის, თუმცა რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად ვერიდოთ და აუცილებელი შემთხვევების გარდა, გარეთ არ გავიდეთ. თუმცა, ყველა შემთხვევაში აუცილებელია, გვქონდეს პირადობის მოწმობა.
დღის განმავლობაში სახლიდან გასვლა აკრძალულია მხოლოდ 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების. ისინი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვეევაში, თუ ხანდაზმული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ვალდებულები არიან დაეხმარონ მათ.
ამასთან, ყველასთვის აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება, თუ გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დავიცვათ ორმეტრიანი დისტანცია.
რაც შეეხება ღამეს, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ნებისმიერი სახის გადაადგილება იკრძალება.
გამონაკლისი იქნებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ამ დროს მუშაობენ და მათზე დაიშვება საშვები. ამ საშვების გარეშე ღამის საათებში გადაადგილებას ვერავინ შეძლებს.
ტრანსპორტი
სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მათ შორის, მეტროთი. შეზღუდვა ეხება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე, ქალაქებს შორის გადაადგილებას.
დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანქანაში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათგან ორი კი უკანა სავარძელზე იჯდება. გარდა ამისა, მანქანის ფანჯრები არ უნდა იყოს დახურილი.
მგზავრების გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლების შემთხვევაში, ესეც უნდა იყოს ორგანიზებული და უსაფრთხო.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სამსახურში წასასვლელად საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ, მათი გადაადგილება, შესაძლოა, დამსაქმებელმა უზრუნველყოს.
სამსახური
დასაქმებულების დიდი ნაწილი იმუშავებს დისტანციურად. იმ საწარმოების ნაწილს, სადაც ეს შეუძლებელია, მთავრობა საქმიანობის ნებართვას მისცემს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამსახურში მისვლა შესაძლებელია კერძო ავტომობილით ან ტაქსით, ასევე, შესაძლებელია, დამსაქმებელმა უზრუნველყოფს თანამშრომლების გადაადგილება.
კონტროლი
კარანტინის პერიოდში ქვეყანაში ადამიანების გადაადგილების გასაკონტროლებლად და პირველადი შემოწმებისთვის შვიდ ქალაქში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ეს პუნქტები იქნება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლისთვის კეთდება.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გააკონტროლებენ კარანტინის წერების დაცვას.
ქვეყანაში კარანტინი საგანგებო მდგომარეობის მოქმედებამდე, ანუ 21 აპრილამდე იქნება.
თუ მოქალაქეები აკრძალვებს არ დაემორჩილებიან, 3 ათას-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, განმეორებით შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და თავისუფლების აღკვეთა. უფრო მაღალია ჯარიმა იურიდიული პირების შემთხვევაში — 15 ათასი ლარი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა 100 ადამიანს, მათგან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 4 978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 266.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები