აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ერთმანეთს თეთრ სახლში ხვდებიან. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტრამპსა და ობამას შორის შეხვედრა, ვაშინგტონის დროით, დილის 11-ის ნახევარზე დაიწყო, როდესაც ტრამპის თვითმფრინავი ეროვნულ აეროპორტში დაეშვა. მას შემდეგ, რაც ტრამპი აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავს, ის თეთრი სახლის სპიკერს, პოლ რაიანსა და სენატის უმრავლესობის ლიდერს, მიტჩ მაკკონელსაც შეხვდება. ტრამპი ახლადარჩეულ ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან ერთად იმყოფება, რომელიც თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი გახდა. აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებში მან დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. სწორედ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქის ქუჩები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. პროტესტანტები სკანდირებენ - "ტრამპი ჩვენი პრეზიდენტი არ არის" და მის მიერ ფერადკანიანებზე, მუსლიმებზე, ემიგრანტებზე და სხვა ჯგუფებზე გაკეთებულ განცხადებებს იხსენებენ.