აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე მეტი არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშავნავად იმუშავეს. ამის შესახებ მან კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსით მილიონობით ადამიანის დაღუპვაზე საუბარი გადაჭარბებულია და აშშ-ში მსხვერპლი ბევრად ნაკლები იქნება.

მისივე თქმით, აშშ კორონავირუსით გარდაცვალების პიკს 2 კვირაში მიაღწევს და ამის შემდეგ, ვირუსის გავრცელება კლებას დაიწყებს.

"არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე გამოაცხადო გამარჯვება მანამ, სანამ მართლა გაიმარჯვებ. ეს ყველაზე დიდი დამარცხება იქნება", — განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა სოციალური დისტანციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ რომ არა ადმინისტრაციის მიერ მიღებული ზომები, 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპებოდა.

ამ ეტაპისთვის, აშშ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზე, ინფიცირებულთა რაოდენობა 143 ათასს აჭარბებს, გარდაცლილთა რიცხვი კი 2 500-მდეა.