საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 3-3 ათასი ლარით დაჯარიმდა 5 პირი, რომლებსაც მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრები გადაჰყავდათ.

შინაგან საქმეთ სამინისტროს ცნობით, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 131 ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

დღეს, 30 მარტს დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა შორის უკვე გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პაცინტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: