ცნობილი საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო მექსიკაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კორონავირუსის დიაგნოზი დაახლოებით ერთი კვირის წინ დაუსვეს.

შემსრულებლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დომინგო დაავადებას კარგად უმკლავდება და მკურნალობის პროცესი პროგრესირებს.

დიაგნოზის გასაჯაროებამდე რამდენიმე დღით ადრე დომინგომ $500 000 გადარიცხა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ვირუსი შეეხოთ.

79 წლის ესპანელი მომღერალი ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორი იყო, თუმცა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც რვა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში. თავდაპირველად დომინგო ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა, თვეების შემდეგ საჯარო ბოდიში მოუხადა იმ ქალებს, რომლებსაც "ტკივილი მიაყენა".