საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების დარღვევისთვის ფეხბურთის მოთამაშე პირები დააჯარიმეს. შემთხვევა კახეთში მოხდა. ყველა მათგანი 3-3 ათასი ლარით დააჯარიმეს.

შსს-ს ცნობით, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ ჯამში 104 მოქალაქე საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო დააჯარიმა. 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

დღეს, 30 მარტს დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 98-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა შორის უკვე გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პაცინტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: