ცნობილი პოლონელი კომპოზიტორი, კშიშტოფ პენდერეცკი 29 მარტს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას მთელ მსოფლიოში იცნობდნენ ისეთი საკულტო ფილმებისთვის შექმნილი მუსიკალური კომპოზიციებით, როგორებიცაა სტენლი კუბრიკის The Shining, ალფონსო კუარონის Children of Men და უილიამ ფრიდკინის The Exorcist.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს მისი მუსიკა სტივენ სპილბერგის 2018 წელს გამოსულ ფილმში Ready Player One გამოიყენეს, მანამდე კი დევიდ ლინჩის საკულტო სერიალში Twin Peaks: The Return.

პენდერეცკიმ მოღვაწეობა გასული წლის 60-იან წლებში დაიწყო და მის შემოქმედებაში, ალბათ, ყველა პოპულარული კომპოზიციაა Threnody to the Victims of Hiroshima, რომელიც ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად დაღუპულ ადამიანებს მიუძღვნა.

ამ ცნობილმა პოლონელმა კომპოზიტორმა თავისი შემოქმედებით არაერთ ხელოვანზე იქონია გავლენა და მათ შორისაა Radiohead-ის გიტარისტი, ჯონი გრინვუდი, რომელიც ამასთანავე ისეთი ცნობილი ფილმების საუნდტრეკების ავტორია, როგორებიცაა პოლ თომას ანდერსონის The Master და ლინ რემსის We Need to Talk About Kevin.

"რა სამწუხარო ამბავია. პენდერეცკი დიდებული, წარმოუდგენლად შემოქმედებითი კომპოზიტორი და კეთილშობილი, გულთბილი კაცი იყო. თანავუგრძნობ მის ოჯახსა და პოლონეთს მუსიკალური სამყაროს ამ უზარმაზარ დანაკარგს", — დაწერა ტვიტერის პირად ანგარიშზე ჯონი გრინვუდმა.