თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი კამარა ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს დისტანციურად აგრძელებს.
მიმდინარე წლის თებერვალში კამარამ, რომელიც უკვე 10 წელია, დამოკიდებულებითი დაავადებების პრობლემაზე მუშაობს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა უფასო თერაპიის კურსზე მიღება გამოაცხადა. ლუდომანიით დაავადებული ადამიანების კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას ევროპაბეთი აფინანსებს. პროექტი კომპანიის პასუხისმგებლიანი ბიზნესის (responsible.ge) პოლიტიკის ნაწილია.
სათამაშო ბიზნესის მხრიდან მსგავსი სარეაბილიტაციო პროგრამებისა და სოციალური პროექტების დაფინანსება უცხოეთში ფართოდ მიღებული პრაქტიკაა. საქართველოში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ევროპაბეთმა გადადგა.
ფსიქორეაბილიტაციის კურსის უწყვეტობა მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, "კამარა" მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა და კურსებს ონლაინ ატარებს.
პროგრამის გამოცხადების შემდეგ, "კამარას" თამაშზე დამოკიდებულების დასაძლევად 30-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, რომლებიც ყოველდღიურ სეანსებს ახლა ონლაინ აგრძელებენ. კვლევები აჩვენებს, რომ ფსიქოთერაპია შესაძლებელია, ისეთივე ეფექტიანი იყოს დისტანციურად, როგორც პირისპირ.
"ბენეფიციარები ჯგუფური ფსიქოთერაპიის ინტენსიურ კურსში არიან ჩართულები. თერაპიის ინტეგრირებული ამერიკული მეთოდით ოთხი თერაპევტი ვმუშაობთ. თითო ჯგუფს კვირაში ოთხი სეანსი უტარდება. თერაპიის სქემა პროგრამულად არის შეკრული და გეშტალტთერაპიას, არტთერაპიას, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიასა და ფსიქოანალიტიკურ მიდგომას მოიცავს", — აცხადებს კამარას ფსიქოლოგი ელენე ბარამიძე.
ელენეს თქმით, ის, რომ პირველი სეანსების ჩატარება პირისპირ მოხერხდა, თერაპევტებს პაციენტებთან ემოციური კონტაქტის დამყარებაში დაეხმარა, რაც უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდას ქმნის. ჯგუფის ამგვარად შეკვრის შემდეგ ონლაინ რეჟიმი გაცილებით ეფექტიანია.
"თერაპიის პროცესი საკმაოდ შედეგიანად და დინამიკურად მიდის. პაციენტების მოტივაცია სეანსიდან სეანსამდე იმატებს. ჯგუფური მუშაობა მათ ეხმარება გააცნობიერონ, რა პრობლემის წინაშე დგანან, თავიდან აღმოაჩინონ საკუთარი "მე", რომელიც დამოკიდებულების სიმპტომებითაა დათრგუნული, დაისახონ მიზნები, გამოარკვიონ საკუთარი სურვილები და დაიწყონ მათი განხორციელება".
ფსიქოთერაპიის კურსი სამთვიანია, თუმცა, კამარაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში სეანსები გაგრძელდება.
პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია "ევროპაბეთმა" 2019 წელს დაიწყო. ის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - პასუხისმგებლობას ბიზნესში, კომუნიკაციებსა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში "ევროპაბეთმა" გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო. მცირე ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია დროის კონტროლი დანერგა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთათვის ფსიქორეაბილიტაციის კურსების დაფინანსების შესახებ განაცხადა.
რეკლამაში დაზოგილი თანხა ევროპაბეთს საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი responsible.ge ამოქმედდა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც ევროპაბეთის მომხმარებლები ისარგებლებენ.
პასუხისმგებლიანი თამაში Betsson Group-ის ბიზნესის საფუძველია. დღეს ეს შვედური კომპანია მსოფლიოს ათ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოში თავისი შვილობილის, ევროპაბეთის სახით.
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
კომენტარები