დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა რეგიონში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 96 მოქალაქე დაჯარიმდა.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო 3 იურიდიული ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთრაშორისო გადაყვანის გამო დაჯარიმდა 5 პირი, ხოლო იზოლაციისა დაკარანტინის წესის დარღვევაზე 13 მოქალაქე დაჯარიმდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირის 3 000 ლარით დაჯარიმებდებიან, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, ერთი თვის ვადით გამოცხადდა. სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება კი მანამდე, 18 მარტს აიკრძალა და საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც დარჩა. შეზღუდვა ეხება როგორც თბილისს, ასევე რეგიონებს და საქალაქთაშორისო გადაყვანებს. გამონაკლისია მხოლოდ სოფლიდან რაიონის ცენტრში და პირიქით მგზავრობა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის — 15 000 ლარი. განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედების შემთხვევაში, დამრღვევს ემუქრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: