დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისით გამოწვეული სიტუაციის გაუმჯობესებადმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ამის შესახებ ჯონსონმა წერილში ისაუბრა, რომელიც თითოეულ ბრიტანელ ოჯახს გაუგზავნა.

ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და იზოლაციაში იმყოფება, ამბობს, რომ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს საუბრობს და მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

ბრიტანელებს ბროშურები დაურიგდებათ, საიდანაც მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში შეეძლებათ გარეთ გასვლა.

როგორც ჯონსონი წერს, მას თავიდანვე სურდა სწორი ზომების გატარება, თუმცა ზომების გამკაცრებაზე უარს არც ახლა იტყვის, თუ ამას სამეცნიერო და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები ურჩევენ.

"სიტუაციის გაუმჯობესებამდე მდგომარეობა გაუარესდება. თუმცა სწორ მოსამზადებელ ნაბიჯებს ვდგამთ და უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო კარგად დავიცავთ წესებს, მით ნაკლებ სიცოცხლეს დავკარგავთ და ნორმალური ცხოვრებაც უფრო მალე დაუბრუნდება", — წერს ბორის ჯონსონი.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 17 312 შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულთა რიცხვი კი 1 019-ია.