გაბრაზებული იმნაძე, ინფიცირების უცნობი წყარო და 18000 ახალი შემთხვევა აშშ-ში — 28 მარტის შეჯამება
28 მარტის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 596 366;
- გარდაცვლილი — 27 344;
- გამოჯანმრთელებული — 133 059
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 90;
- გამოჯანმრთელებული — 16;
- კარანტინის რეჟიმში — 4 695;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 231.
დღის ფაქტი
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენიდან პირველად, დღეს ღიად ითქვა, რომ სამი ინფიცირებულის წყარო უცნობია და დიდი ალბათობით, ქვეყანაში შიდა გავრცელება დაიწყო.
"ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში", — თქვა ამირან გამყრელიძემ.
დღესვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საქართველოსთან მიმართებაში პირდაპირ პირველად ახსენა "ეპიდემია". ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქვეყანაში ეპიდემია უკვე არის და ახლა ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, შესაძლებელია, პროცესები უმართავი გახდეს, როგორც იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში.
რა ხდება მსოფლიოში
- ტრამპი კორონავირუსის შეჩერებისთვის ნიუ-იორკში კარანტინის გამოცხადებას განიხილავს;
- ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 საათში კორონავირუსის 18 691 შემთხვევა დადასტურდა. ერთ დღეში გარდაიცვალა 401 ადამიანი;
- რუსეთი 30 მარტიდან საზღვრებს კეტავს;
- იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა;
- იტალიაში 24 საათში კორონავირუსით 919 ადამიანი გარდაიცვალა;
- ესპანეთი გარდაცვლილთა რაოდენობით მეორე ქვეყანაა, იტალიის შემდეგ. 24 საათში აქ ინფიცირების 7 933 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 773;
- კორონავირუსთან საბრძოლველად Google-მ 800 მილიონი აშშ დოლარი და 3 მილიონი პირბადე გამოყო;
დღის ფოტო
ტუნისში, ერთ-ერთ ქარხანაში, 150-მა თანამშრომელმა ერთ თვით თვითიზოლაცია და პირბადეების შეკერვა გადაწყვიტა.
რა ხდება საქართველოში
28 მარტს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა, ამათგან 16 უკვე გამოჯანმრთელებულია.
მთავარი თემა ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის განცხადებები იყო. ეპიდემიის და ინფიცირებულების წყაროს არცოდნის შესახებ გამყრელიძის განცხადებამდე, პაატა იმნაძეს TV პირველის ეთერში ემოციური გამოსვლა ჰქონდა. მან თქვა, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკაში რევენ:
"გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი, ვაფრთხილებ".
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამო გააკრიტიკა. მან თქვა, რომ კითხვარი ისეთია, "სადოქტორო დისერტაცია დაიცვება" და მისი დეპარტამენტის, ასევე, ლაბორატორიის უფროსები იმას ავსებენ, "იმის მაგივრად, რომ საქმეს აკეთებდნენ":
სხვა მნიშვნელოვანი ამბები საქართველოში:
- ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს საზღავრგარეთ მყოფი მოქალაქეების უფასოდ გადმოყვანაზე, სავარაუდოდ, უარი უთხრა. გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანას ამაში არავის დახმარება არ სჭირდება;
- კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი კლასტერი გამოვლინდა — ვირუსი ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს დაუდასტურდა.
- სამეგრელო-ზემო სვანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება, მოქალაქეებს გააკონტროლებენ
- აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროსთვის $1,1 მილიონს გადასცემს
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
სამი ინფიცირებულის პირველწყარო არ ვიცით — გამყრელიძე
დღის ფრაზა:
"თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს, მივიდეს იქ, სადაც მოქალაქეებს უჭირს"
პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის შეთავაზებებზე ისაუბრა, მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინადადებაზე, რომელიც ამბობს, რომ შეუძლია ათასამდე მოქალაქე ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში უფასოდ გადმოიყვანოს, თუ მთავრობა დაეხმარება.
დღის კარგი ახალი ამბავი
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. მათი მდგომარეობა ამ ატაპზე სტაბილურია, არც ერთი არ იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
გერმანიაში კორონავირუსის დროს ბავშვებს ქვაზე ხატვით ართობენ.
დღის სასარგებლო ინფორმაცია
კორონავირუსის ტესტებზე და მეთოდოლოგიაზე დღეს ვრცლად ისაუბრა ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, ლაბორატორიული დიაგნოსტირების სამი მეთოდი არსებობს:
- მოლეკულური დიაგნოსტიკა, იგივე PCR დიაგნოსტიკა — ყველაზე ზუსტი ტესტი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის გარდა ბათუმში, ქუთაისში და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კეთდება;
- ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი — ეს ტესტი ამოწმებს ცხირის ნაცხს და პასუხი არის 15 წუთში. ამ მეთოდს უარყოფითი მხარეც აქვს — მისი სიზუსტე 80-85%-ს შორის;
- ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტი — ანალიზი სისხლზე ტარდება და მოწმდება ანტისხეულები — იმუნოგლობულინი M და იმუნოგლობულინი G. როცა იმუნოგლობულინი M ფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ პაციენტი კორონავირუსის მწვავე ფაზაში იმყოფება, ხოლო G-ის შემთხვევაში, პაციენტს უკვე გადატანილი აქვს ვირუსი ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდა. უარყოფითი მხარე ამ ტესტრსაც აქვს — იმუნოგლობულინი M სისხლში ჩნდება დაავადებიდან მე-5, მე-7 დღეს, ანუ ინფექციის დადგენა საწყის ეტაპზე ამით ვერ მოხდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ხშირად, ორივე სწრაფი ტესტი საჭიროებს გადამოწმებას ე.წ. ოქროს სტანდარტით, PCR ტექნოლოგიით.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- 27 მარტი: ბორის ჯონსონის კორონავირუსი და უკან დაბრუნებული ტესტები — 27 მარტის შეჯამება
- 26 მარტი: $5 ტრილიონი ვირუსთან საბრძოლველად და დაჯარიმებული ჰუმანიტარული აქცია
- 25 მარტი: ინფიცირებული პრინცი დიდ ბრიტანეთში და ეკლესიის უცვლელი პოზიცია საქართველოში
- 24 მარტი: 21 თეთრით გაუფასურებული ლარი და ეპიდაფეთქების რისკი აშშ-ში
- 23 მარტი: დაჩქარებული პანდემია და მკაცრი საკარანტინო ზონა საქართველოში
- 22 მარტი: ანგელა მერკელი კარანტინში და საკვირაო წირვები საქართველოში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები