დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ხვალიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავუირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება.

ამის შესახებ მხარის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ მაესტროს ეთერში ისაუბრა.

მისი განმარტებით, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ მოქალაქეებს გააკონტროლებენ, ვინც რეკომენდაციებს არა ასრულებს.

"გადაუდებელიშემთხვევის გარდა, არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა და სოფლებში. [...] შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან. ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი, აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად", — თქვა მოწერელიამ.

მან ამ ზომების მიზეზად მოსალოდნელი რისკები დაასახელა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში ჯერ ერთი დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა ელოდებიან რაოდენობის ზრდას.

მან ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ ადამიანების მოსალოდნელ გადმოსვლაზეც და აღნიშნა, რომ მათ შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

"ჩვენ იძულებულები ვართ, გავატაროთ ეს ზომები, ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაიგებენ. ჯობია ახლა გავამკაცროთ და მივიღოთ მაქსიმალური ზომები, დავიცვათ სიფრთხილე, ვიდრე ხვალ და ზეგ გვქონდეს უმართავი პროცესები", — ამბობს მოწერელია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 16 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4695 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 231.

"ქვეყანაში არ ყოფილა ტესტირების დეფიციტი ოქროს სტანდარტით. სწრაფი ტესტი სასურველია, რომ იყოს და უნდა იყოს, მაგრამ ეს პანაცეა არ არის", — აღნიშნა გამყრელიძემ.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: