დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსახლეობას აძლევს რეკომენდაციას, მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დაიცვან სოციალური დისტანცია და დარჩნენ სახლში. ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი შეიძლება გახდეს უმართავი, როგორც იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

"შეიძლება ეს გადავიდეს უმართავ პროცესებში, როგორც მოხდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, გაცილებით ძლიერები ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო. ამის რეალური საშიშროება ქვეყანაში არის. სოციალური დისტანცირება არის ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი ეპიდემიებთან ბრძოლის. უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ ორი თვე და ვიყოთ სახლებში", — თქვა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და რისკჯგუფში მყოფი სხვა პირები.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: