დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდემია უკვე არის და თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, ეს შეიძლება გადაიზარდოს უმართავ პროცესებში, როგორც იტალიასა და სხვა ქვეყნებში.

ამის შესახებ მან პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა.

"მე ვხედავ, რომ მოეშვა ცოტა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში. ისევ არის ქუჩებში სიარული, იქნება მანქანით თუ ფეხით, ისევ არის თავშეყრა. ვერავის ავუკრძალავ, რომ რაღაცა უხაროდეს, მაგრამ ვართ საგანგებო ვითარებაში, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეპიდემია არის ქვეყანაში. შეიძლება ეს გადავიდეს უმართავ პროცესებში, როგორც მოხდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, გაცილებით ძლიერები ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო. ამის რეალური საშიშროება ქვეყანაში არის", — თქვა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სოციალური დისტანცირება ყველაზე მძლავრი იარაღია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: