დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 85 ადამიანიდან სამის პირველწყარო ცნობილი არ არის. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან ინტერვიუში თქვა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში იმედი არის, რომ დაადგენენ, ხოლო ორი ინფიცირებულის პირველწყარო, სავარაუდოდ, ვერ დადგინდება.

"ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. არის ეს ხალხი ქვეყანაში, არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში. ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს, თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო", — ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: