დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, სავარაუდოდ, ოპოზიციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "პოლიტიკაში რევენ".

TV პირველის ეთერში იმნაძემ თქვა, რომ ყველამ თავი დაანებოს, თორემ ალაპარაკდება.

"პრემიერმა ბრძანა უკვე რა, მე პოლიტიკოსი არ ვარ. მრევენ რა პოლიტიკაში, თავი დამანებოს სუყველამ, ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს რა. აი, თავი დამანებონ, იმიტომ რომ იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე და იქ ჭკვიანები ხო არიან, იმ ბანაკში არა? თავი დამანებონ, ხო იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათმაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხო ახსოვთ არა? რომ ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი, ვაფრთხილებ. დაეტიონ რა თავის ადგილას და სახლში დარჩნენ რა, ქვეყანას დღეს ეს სჭირდება", — თქვა იმნაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობს თუ არა პოლიტიკოსებს, იმნაძემ უპასუხა:

"იციან ძალიან კარგად ვისზეც ვილაპარაკე".

მან არ დააკონკრეტა, ვის ეხება მისი სიტყვები, თუმცა ამ თემაზე საუბარი სწრაფი ტესტების საკითხის კომენტირებისას დაიწყო.

მანვე, ადრესატებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "ნუ კეკლუცობენ".

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: