დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ორსული ქალის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი აქვს, სტაბილურია.

"კლინიკური გამოვლინებები არ არის, მიმდინარეობს მონიტორინგი, რომ არც ერთი სიმპტომი არ გამოგვრჩეს", — თქვა ლევან რატიანმა.

კორონავირუსი ორსულ ქალს 26 მარტს დაუდასტურდა. ის ინფიცირებული მარნეულელი ქალის ახლო ნათესავია და შესაბამისი მკურნალობა ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უტარდება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: