დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მყოფი 4 მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა დასტაბილურდა და "შესაძლებელია პროგნოზირება, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყება".

მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება.

"ასაკოვანი ქალის მდგომარეობა უცვლელად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მიღებული პაციენტის მდგომარეობაც დამძიმდა, ისიც კრიტიკულია, არაინვაზიურ ვენტილაციაზეა. მას უტარდება მკურნალობა და ვნახოთ, პროგნოზირება შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღის მკურნალობის შემდეგ", — აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: