იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპს პირდაპირი არჩევის წესით მოუგო, ჰილარი კლინტონი ვერც 2016 წელს გახდა ამერიკის პრეზიდენტი.

ჰილარი კლინტონმა ამომრჩევლების ხმათა რაოდენობით მოუგო ამერიკის 42-ე პრეზიდენტს და თავის ქმარს, ბილ კლინტონსაც.

1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ბილ კლინტონმა 47,401,185 ხმა აიღო, წელს კი ჰილარიმ მასზე 12,521,842-ით მეტი, ჯამში 59,923,027 ხმა მიიღო.

ჰილარის წელს ჰყავდა მეტი ამომრჩეველი, ვიდრე ჯორჯ ბუშს 2000 წელს. აღსანიშნავია, რომ 16 წლის წინაც ანალოგიური პრეცედენტი დაფიქსირდა, როდესაც ელ გორმა ჯორჯ ბუშზე მეტი ხმა მიიღო პირდაპირი წესით, თუმცა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით მას ბუშმა აჯობა.

გაიგეთ რატომ გახდა ტრამპი პრეზიდენტი, როცა კლინტონს მეტი ხმა აქვს.