საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარებას სთავაზობს. მისივე მტკიცებით, უკვე მოძიებულია ფინანსური რესურსიც.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მთავრობას შეუძლია დაუკავშირდეს როგორ ნაციონალურ მოძრაობას ასევე, პრეზიდენტის ბიბლიოთეკას.

"რა თქმა უნდა ჩვენ ამ ხალხს ვერ ჩამოვიყვანთ და გავუშვებთ სახლებში, მაგრამ ჩემი შეთავაზება არის ასეთი — მე მაქვს საკმარისი კავშირები და ორგანიზაციული რესურსები იმისათვის, რომ დავაორგანიზოთ ამ ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში, კარანტინში დაცულად, მაგრამ რაც მთავარია, საკუთარ სამშობლოში", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნების დიდმა ნაწილმა საზღვრები დაკეტა. უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები აირზენას სპეციალური რეისებით ჩამოდიან, რომლებსაც მთავრობა უზრუნველყოფს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. მათგნა 14 უკვე გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 247.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: