17-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ნიდერლანდელი ტურისტის ცხედარი ქუთაისში იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სიმ ვიგერი 7 მარტს ქუთაისში გაუჩინარდა. 10 მარტიდან, საძიებო პროცესში სხვა უწყებებთან ერთად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ტურისტის ძმა ფეისბუქზე წერდა, რომ გაუჩინარებამდე ის რესტორან ბარაქაში მეგობართან ერთად იყო, სადაც მათ ალკოჰოლი მიიღეს.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური